”პალიტრა მედიამ” და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წარმოადგინეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილ გამოფენა მაკულიტერატურა = გადარჩენილი ბუნება + გადარჩენილი წიგნები. 2012 წლიდან დღემდე ამ უნიკალური პროექტის წყალობით ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი 27 296 დასახელების წიგნით გამდიდრდა. ამოიცვალა დაზიანებული ლიტერატურა, პირველ ცალად 7000-ზე მეტი წიგნი შემოვიდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროექტ „მაკულიტერატურის" წყალობით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების ბიბლიოთეკების ფონდები შეივსო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა და უნიკალური გამოცემები. აქვე მოხდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და "პალიტრა მედიას" შორის. მარცხნიდ...